აკად. ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით საფუძველი დაედო სამეცნიერო სიმპოზიუმების სერიას. პირველი სიმპოზიუმი ეძღვნება აკად. ნინო ჯავახიშვილის ხსოვნას, სახელწოდებით - „საუბრები მორფოლოგიაზე“.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტებს. მეცნიერთა ჯგუფის მიერ შეირჩევა 5 მომხსენებელი, გაიმართება წინასწარი მოსმენა. შეფასდება შემოსული აბსტრაქტების სამეცნიერო ხარისხი და კვლევის მასშტაბი, ნაშრომი აგრეთვე შეფასდება პლაგიატზე. შეფასების პროცესში გამოიყენება სპეციალური კრიტერიუმები. (იხ. თანდართული ფაილი)
აბსტრაქტები მიიღება შემდეგი მსიახლეები იმართულებებით:
- ადამიანის მორფოლოგია და პათოლოგია
- ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია და ციტოლოგია;
- კლინიკური ანატომია;
- ქირურგიული ანატომია;
- ციფრული (Digital) ანატომია;
- შედარებითი ანატომია;
- კლინიკური პათოლოგია, ციტოპათოლოგია, ჰისტოპათოლოგია, მოლეკულური პათოლოგია, იმუნოჰისტოქიმია.
- ემბრიოლოგია და განვითარების ბიოლოგია;
- ანთროპოლოგია;
- ნეირომეცნიერებები;
სამუშაო ენა: ქართული/ინგლისური
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა : 30 ოქტომბერი , 2021.
სიმპოზიუმის ჩატარების თარიღი: 7 ნოემბერი, 2021.
სიმპოზიუმის ვებ-გვერდი და რეგისტრაცია: https://ssstsumd.wixsite.com/online
სიმპოზიუმთან დაკავშირებული სხვა დეტალები განთავსდება ეტაპობრივად.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/SSSTSUMD ან ელ-ფოსტაზე ssstsumd@tsu.ge